გამოცემამ The times of India-მ საქართველო იმ საუკეთესო 4 ეგზოტიკური ქვეყნის სიაში შეიყვანა, სადაც კარგი პირობებია შექმნილი დისტანციური მუშაობისთვის პოსტ-პანდემიურ პერიოდში.
საქართველოსთან ერთად ამ სიაში ასევე მოხვდნენ ისლანდია, კაიმანის კუნძულები და დუბაი.
გამოცემა საქართველოზე წერს: „საქართველოდან დისტანციურად მუშაობა ახალი შესაძლებლობაა. ქვეყანა თქვენგან ითხოვს 8 დღიანი კარანტინის გავლას. ამის შედგომ შეგეძლებათ ვიზაზე განაცხადის შეტანა, რომლის მთავარი პირობაა სტაბილური შემოსავლების ქონა, ადგილობრივ ეკონომიკაში წვლილის შეტანის შესაძლებლობის დადასტურების მიზნით.“
აღნიშნული რეიტინგი შედგენილი იქნა საქართველოს საზღვრის კვეთის ახალი წესების გამოქვეყნებამდე, ამიტომაც დამატებითი რეგულაციები არ არის მითითებული.
წყარო:timesofindia
დისტანციური მუშაობა ტურიზმის აღდგენა