ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭომ (WTTC) დიდი ოცეულის (G20) ტურიზმის მინისტრებს გააცნო ტურიზმის გადარჩენის გეგმა

მოგზაურობისა და ტურიზმის  მსოფლიო საბჭომ (WTTC) დიდი ოცეულის (G20) ტურიზმის მინისტრებს გააცნო ტურიზმის გადარჩენის გეგმა

 

WTTC-ს განცხადებით გეგმა მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას. პრეზენტაცია გაიმართა საუდის არაბეთში G-20-ის ვირტუალურ შეკრებაზე და მის წარდგენას მოგზაურობის ინდუსტრიის 45 ლიდერი ესწრებოდა.

 

24 პუნქტიანი გეგმა მოიცავს სტრატეგიას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორისთვის, რათა მათ შეძლონ მოგზაურობის სტიმულირება ჯანმრთელობის სტანდარტულ პროტოკოლზე დაყრდნობით, შედეგად კი უნდა მოიძებნოს მოგზაურობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და შეუფერხებელი გზა.

 

„კერძო სექტორი მარტო ვერ შეძლებს 100 მილიონი სამუშაო ადგილის აღდგენას დროის მოკლე პერიოდში; კერძო და საჯარო სექტორების კოლაბორაცია არის გასაღები გეგმის წარმატებისთვის,“  აცხადებს  ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭო და მოუწოდებს დიდი ოცეულის ქვეყნებს გააძლიერონ თანამშრომლობა და მუშაობა კერძო სექტორთან, რათა გეგმის შესრულება შესაძლებელი გახდეს.

 

24 პუნქტთან ერთად WTTC მოუწოდებს მთავრობებს მეტი კოორდინირებულობისკენ, რათა აღდგეს საერთაშორისო მოგზაურობა და გაიხსნას საზღვრები; „უნდა შეიქმნას საჰაერო კორიდორები მსგავსი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მქონე წერტილებს შორის, როგორებიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი, დუბაი და შანხაი; ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საერთაშორისო პროტოკოლის სტანდარტიზება, ტესტირების სისტემა და კონტაქტების კვლევა. გეგმის მიხედვით, ქვეყნებმა ასევე მხარი უნდა დაუჭირონ მოგზაურობის სტიმულირების კამპანიებს, რათა წახალისებულ იქნას ორივე, დასვენებასა და ბიზენსზე ორიენტირებული მოგზაურობა.

 

კერძო სექტორისგან WTTC ითხოვს ჯანმრთელობის პროტოკოლის სტანდარტიზებას ყველა ინდუსტრიაში, რათა შეიქმნას გარემო თანმიმდევრული და უსაფრთხო მოგზაურობისთვის; აუცილებელია ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და განვითრება, რათა შესაძლებელი გახდეს უწყვეტი გადაადგილება და მოხდეს ვიზიტორების ნაკადის  უკეთესი მენეჯმენტი.  კომპანიებს ასევე ეძლევათ რეკომენდაცია შესთავაზონ მომხმარებელს ჯავშნების მოსახერხებელი პოლიტიკა და გახადონ მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი, რათა გაიზარდოს მოთხოვნა.

 

WTTC-ს გენ. დირექტორი გლორია გუევარა აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერები მოწვეულები იყვნენ ფორუმზე დიდი ოცეულის ტურიზმის მინისტრებთან ერთად.

 

კრის ნასეტა, „ჰილტონის“ გენერალური დირექტორი და ასევე WTTC-ის წევრი ამბობს, რომ: „გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის სტიმულირებისა და გლობალურად 100 მილიონი სამუშაო ადგილის აღდგენისთვის.“

 

WTTC-ს 2020 წლის ეკონიმიკაზე გავლენის დასკვნის მიხედვით, ტურიზმის სექტორს ექნება გადამწყვეტი როლი გლობალური მასშტაბით პანდემიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების ჭრილში. 2019 წელს ეს სექტორი იყო პასუხისმგებელი ათიდან ერთ სამუშაო ადგილზე (ჯამში 330 მილიონი) და მისი წილი გლობალურ მ.შ.პ.-ში გახლდათ 10,3%. 

 

წყარო: travelweekly

© 2020 Copyright