ფინეთის ტურიზმის საბჭომ დაიწყო მარკეტინგული კამპანია, რომელიც ორიენტირებულია ფინური ცხოვრების თავისებურებებეზე და გეხმარება ვირუსის პირობებში სახლში ყოფნის რთული პერიოდის გადალახვაში.
1. დაიწყეთ თქვენი დღე ცივი შხაპით
ალბათ ყველას გსმენიათ საუნის სკანდინავიური კულტურის შესახებ, თუმცა ფინელებს, ასევე უყვართ ცოტაოდენი ყინულის დამატება ცეცხლში. ცურვა ზამთარში ძალზე პოპულარული აქტივობაა ფინეთში: გაღვიძებისთანავე ფინელები გაყინულ ტბაში ხტებიან. გაყინულ და დაბურულ წყალში ჩახტომა მზის ამოსვლამდე (რომელიც შეიძლება არც ამოვიდეს) უცნაური იდეაა, თუმცა ფინელები გვარწმუნებენ, რომ მშრალ ზედაპირზე ამოსვლისთანავე ისინი უდიდეს ბედნიერებას ღებულობენ და მათი ორგანიზმი იწყებს სწორად ცირკულირებას. თქვენი სხეულის ხელახლა გათბობასთან ერთად, ორგანიზმი აძლიერებს ბედნიერების ჰორმონებად წოდებული სეროტონინისა და დოპამინის გამოყოფას.
ყველაზ მარტივი გზა ამ პროცედურის სახლში შესასრულებლად გახლავთ რამდენიმე წუთიანი ცივი შხაპის მიღება დილით. შხაპის შემდგომ თქვენ ზუსტად იგივე გრძონა დაგეუფლებათ, რაც თავით ტბაში გადაშვებულ საშუალო სტატისტიკურ ფინელს.
2. კითხვა, კითხვა და კითხვა
ფინელების გულთან ახლოს წიგნებს დიდი ადგილი აქვთ გამოყოფილი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ნაკითხ ერად შერაცხა 2016 წელს, რის ფონზეც ფინელბი აგრძელებენ საჯარო ბიბლიოთეკებში ხშირ ვიზიტებს. (ფინეთში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და წლიურად ისინი 68 მილიონ წიგნს იღებენ ბიბლიოთეკის ვრცელი საცავებიდან). ფინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული გმირი გახლავთ “მუმინი”, თეთრი ჰიპოპოტამისებრი პერსონაჟი, რომელიც ფინელი მწერლის ტოვე იანსონის კალამს ეკუთვნის. მას შემდეგ “მუმინები” გახდნენ ქვეყნის იდენტობის ნაწილი - “ფინეარმა” სწორედ მუმინები აირჩია მათი ოჯახური ტურისტული პაკეტების რეკლამისთვის.
„მუმინების“ წიგნის შოვნა ფინეთში არსებულ ნებისმიერ ბიბლიოთეკასა თუ წიგნის მაღაზიაში შეგიძლაით, მათი შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი. ეს არ გახლავთ ფინური ლიტერატურული ბედნიერების ერთადერთი მაგალითი. წიგნით ხელში მოკალათება ფინელებისთვის გახდა პანდემიასთან გამკლავების ერთ-ერთი საყვარელი მექანიზმი. ფინეთის ტურიზმის საბჭო გირჩევთ შეადგინოთ თქვენი საყვარელი წიგნების სია და გარწმუნებთ, რომ ნებისმიერი მათგანი უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე სოციალური მედიის “სქროლვა”.
3. ეწვიეთ ტყეს ლოგინიდან ადგომის გარეშე
ფოთოლთა შრიალი, სიმწვანის დამამშვიდებელი ეფექტი - ბუნებაში დროის გატარება ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია საკუთარი თავისთვის. მიუხედავად იმისა, რომ “ტყეში განწმენდა” - პეიზაჟებით ტკბობისა და სეირნობის ტრადიცია იაპონიაში ჩაისახა, ფინელები თვლიან, რომ მათი სულები უწყვეტ კავშირში იმყოფებიან ტყესა და მის მაგიურ ელემენტებთან. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტყეში ყოფნა ამცირებს კარტიზოლის გამოყოფას ორგანიზმში, რომელიც არტერიულ წნევასა და გულისცემის აჩქარებაზე პასუხისმგებელი სტრესის გამომწვევი ჰორმონია. თუკი ამჟამად არ შეგიძლიათ ბუნებაში გამგზავრება, თქვენ მარტივად შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად იმავე ეფექტსს მიაღწიოთ.
ფინელებმა შეკრიბეს ლაპლანდიის დამამშვიდებელი ხმები ერთ ალბომში სახელად “Scape”, რომლის გადმოწერაც უკვე “Spotify-დან” შეგიძლიათ. თითო ტრეკი 7-8 წუთი გრძელდება და შეიცავს ჩიტების ჭიკჭიკს ტყეში და ირმების რემის გადაადგილების ხმებს, რომელსაც სინქრონულად ენაცვლება ცეცხლის ალის გიზგიზი ბუხარში. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, წამოწექით ლოგინზე, დახუჭეთ თვალები და გაემგზავრეთ ველური არქტიკის წარმოსახვით ტურში.
4. გამოაცხვეთ დარიჩინის ფუნთუშები
ფინელების კიდევ ერთი საყვარელი ტრადიცია გახლავთ “კოფი ბრეიქი”, რომელიც ბევრად უფრო მომხიბვლელია ვიდრე ლანჩამდელი შერბენა “სტარბაქსში”, რომელსაც ასე შეეჩვია მსოფლიო. ფინელი ყოველთვის გამონახავს დროს, რათა მიირთვას მუქი ყავა ტკბილეულთან ერთად - ხშირად ეს გახლავთ korvapuusti ან დარიჩინის ფუნთუშა გამომცხვარი ცოტაოდენ კარდამონთან ერთად, ზედ მოყრილი შაქრის მსხვილი გრანულებით. ჰელსინკის ყველა კაფეში, ყოველ დილით ცხვება დარიჩინის ფუნთუშები, თუმცა მათი საკუთარი ძალებით მომზადება არანაკლებ სასიამოვნოა (იხილეთ ვიდეო დაწვრილებითი ინსტრუქციით). ამ გემრიელობის გასინჯვის შემდეგ სულაც არ გაგიკვირდებთ თუ რატომაა ფინეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში.
5. ეწვიეთ მუზეუმს ვირტუალურად
ფინეთი ნამდვილი სამოთხეა თანამედროვე ხელოვნებისთვის, როგორც ექპერიმენტული ინსტალაციებისთვის ასევე ტრადიციული გალერეებისა და მუზეუმებისთვის. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში ჯამში 55-ზე მეტი მუზეუმია მიმოფანტული (რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია თუკი მივიღებთ მხედველობაში მოსახლეობის რაოდენობას). მაშინ როდესაც წარმოდგენილი ნამუშევრები საკმაოდ დინამიურია, მათი უმრავლესობა ეხმიანება ფინელების სიახლოვეს ბუნებასთან. სტრესის დასაძლევად ფინელები ზამთარში ბანაობასა და “ტყეში განწმენდასთან” ერთად ხელოვნებასაც იყენებენ.
ფინეთის ტურიზმის საბჭო გირჩევთ პირადად გაეცნოთ ფინეთის საუკეთესო მუზეუმების ექსპოზიციებს, მაგრამ სანამ აეროპორტის გზას მიაშურებთ გთავაზობთ საუკეთესო დაწესებულებებს, რომელთაც ონლაინ ტურის ფარგლებში შეგიძლიათ ეწვიოთ:
წყარო: cntraveler
ფინეთი ტურიზმის მარკეტინგი ტურიზმის სტრატეგია