ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

გამოცდილების ტურიზმი - რას ნიშნავს ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის?!

გამოცდილების ტურიზმი - რას ნიშნავს ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის?!

 

ახალ ფეხადგმულ გამოცდილების ტურიზმს (experience tourism) კორონა ვირუსი მალევე წამოეწია და მის შინაარსში, სავარაუდოდ, ცვლილებების შეტანას შეეცდება. თუმცა ერთი რამ ცხადია, კორონა ვირუსის მზაკვრული ჩანაფიქრების მიუხედავად, მოგზაურობის დაბრუნება და გამცოდილების ტურიზმზე მოთხოვნის გაჩენა ერთი იქნება.

 

რა არის გამოცდილები ტუიზმი?

 

მაგალითად თუ თქვენ ხართ მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლი,თქვენი მოვალეობაა დაეხმაროთ ადამიანებს შორეულ ტურისტულ მიმართულებამდე ჩაღწევაში, რათა იქ რამდენიმე დღე გაატარონ, დატკბნენ და დაბრუნდნენ უკან, არა? უკვე აღარ. ახლა თქვენ უნდა მიაწოდოთ მომხმარებელს პროდუქტი, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას ეს მიზანი კი მიიღწევა “გამოცდილების ტურიზმის” მეშვეობით - რაც უფრო განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებთ ტურსიტს, მით უფრო გამოირჩევა თქვენი კომპანია ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი ბიზნესებისგან. თქვენი მომხმარებლების ენაზე ამ ყოველივეს ეწოდება გამოცდილების შეძენა.

 

რას ნიშნავს გამოცდილების შეძენა?

 

გამოცდილების შეძენა ბევრად უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ სერვისისა და მომსახურების შეძენა. მისი შეძენა განსხვავდება მატერიალური შენაძენისგან, როგორც მიზნით ასევე მოსალოდნელი, მიღებული შედეგით.

 

გამოცდილების შეძენისას თქვენი მიზანია მიიღოთ უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება, ხოლო მატერიალური შენაძენი გაძლევთ მხოლოდ ხელშესახები პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას: გამოცდილების შეძენა უფრო მეტად ასოცირდება ბედნიერებასთან ვიდრე მატერიალური შენაძენი.

 

უკვე დასვენების მსურველთათვის უფრო მნიშვნელოვანია საკუთრივ მოგზაურობა და არა ტურისტული მიმართულება. მოგზაურებს სურთ დაუკავშირდნენ დანიშნულების ადგილს უფრო მაღალ ემოციურ დონეზე და საბოლოოდ ისინი ელიან უფრო მეტს ვიდრე სტანდარტულად შედგენილი ტურისტული მარშრუტია. ბევრისთვის მოგზაურობა ნიშნავს ცხოვრების განსხვავებული ალტერნატივისადმი წვდომას, სიახლეებს, ახალ კულტურას, ლანდშაფტებს და საკუთარი თავის შეცნობასაც კი.

 

გამოცდილების ტურიზმი თანდათან ხდება ნორმა, რადგან მომხმარებელს ურჩევნია დახარჯოს ფული უნიკალური გამოცდილების მიღებაში და არა რაიმე მატერიალურ ნივთში. დღეს აქცენტი კეთდება ისეთ აქტივობაზე, რომელიც პასუხობს ადამიანის პირად ინტერესებს, რადგან “აუცილებლად სანახავ” ადგილებსა და მონუმენტებთან “დაჩექინება” სულ უფრო ნაკელბად მომხიბვლელი ხდება.

 

განთავსების ობიექტებმა და ტურიზმის სააგენტოებმა დღეს უფრო მეტი უნდა შესთავაზონ მომხმარებელს, ვიდრე მხოლოდ პროდუქტი. მათ უნდა მოგვაწოდონ ცხოვრების “გამამდიდრებელი გამოცდილება” - ენის გაკვეთილები და კულინარიის სკოლა, ჯომარდობა, ტრეკინგი რთულად მისაღწევ ადგილებში, ცურვა ზვიგენებთან ერთად.

 

მოგზაურობის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და იცვლება, კორონა ვირუსი კიდევ უფრო მეტ ცვლილებას შეიტანს მასში, ამიტომ ჩვენ მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალყური ამ პროცესს, რათა არ ჩამოვრჩეთ ახალ მოთხოვნებს და ტრენდს.

 

წყარო: REGIONDO

© 2020 Copyright