ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ესტონეთი ხსნის კარანტინს მოგზაურებისთვის

ესტონეთი ხსნის კარანტინს მოგზაურებისთვის

ესტონეთის მთავრობა აუქმებს სავალდებულო კარანტინს მოგზაურებისთვის, თუკი ისინი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას შეძლებენ. იმის, მიუხედავად, რომ ევროპის კავშირიმა დაამტკიცა სამი ვაქცინა - Pfizer-Biontech, Moderna და AstraZeneca - ესტონეთი მიიღებს ვიზიტორებს თუკი მათ გაკეთებული ექნებათ ცხრა საერთაშორისო მომწოდებლიდან ერთ-ერთის მიერ მოწოდებული ვაქცინა.

 

მოგზაურებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ჩანაწერი, მწარმოებლისა და სერიული ნომრის მითითებით ინგლისურ, რუსულ ან ესტონურ ენებზე. მათ კი ვისაც გასული ექვსი თვის მანძილზე აქვს გადატანილი კოვიდ-19, ასევე შეუძლიათ აიცილონ თავიდან კარანტინი, ექიმის მიერ დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.

 

ამ რეგულაციამდე ესტონეთში შემავალი ყველა ვიზიტორი ევროპის კავშირიდან, ევროპის ეკონომიკური და შენგენის ზონებიდან სავალდებულო, ათდღიან, კარანტინს გადიოდნენ. შეზღუდვა ეხებოდა იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც 100,000 მოსახლეზე 150 ინფიცირებული იყო ბოლო 14 დღის მანძილზე.

 

გამონაკლისები კარანტინზე ვრცელდებოდა მხოლოდ დაბალი რისკის მატარებელ ევროპულ ქვეყნებზე, რომელთა სიაც რეგულარულად იცვლებოდა. იზოლაციის პერიოდის შესამცირებლად მოგზაურებს შეეძლოთ PCR ტესტირების ჩატარება ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე და მეორე ტესტის შემოსვლიდან მეექვე დღეს. შედეგად იზოლაციის ათდღიანი პერიოდის შემცირება შესაძლებელი იყო ორივე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

 

წყარო: lonleyplanet

კარანტინის გაუქმება საზღვრის კვეთა ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright