ირაკლი მესხი, “SUBWAY ბათუმის” დირექტორი და ეკონომიკის ექსპერტი, განმარტავს, რომ ჩაკეტვის ახალი რეგულაციებით და დაანონსებული დახმარების პაკეტებით გაუგებარია საით მიდის სქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა, არ ჩანს როგორია სახელმწიფოს გეგმა საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით. „ამ გრძნობას კიდევ უფრო ამძაფრებს პირველი ტალღის დროს შემოღებული რეგულაციების და დახმარების პაკეტების შედეგების ცოდნა, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ პრობლემებამდე. სწორედ პირველი ტალღის ჩაკეტვის ხარჯზე უნდა მომხადარიყო დროის მოგება და ეკონომიკისა და ჯანდაცვის დაგეგმარება, რათა მეორე ტალღისთვის უკეთესად მომზადებულები ვყოფილიყავით“- ამბობს ირაკლი.
ეკონომიკის ექსპერტის აზრით აუცილებელია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:
- „ამ ეტაპზე უნდა მოხდეს დაგროვებული საპესნიო ფონდის ხალხისთვის დაბრუნება ნებაყოფლობითობის პრინციპით. ამაზე დიდი საჭიროება ადამიანებს ვერ ექნებათ მომავალში, ეს ფული მათ ახლა სჭირდებათ, ფული არ არის არც ეკონომიკაში არც ადამიანთა ჯიბეებში. შესაბამისად, სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მისცეს ადამიანებს საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ დაგროვებული საპენსიო ფონდის ბედი მანამ, სანამ არ დანგრეულა არათუ ეკონომიკა, არამედ ადამიანთა ფსიქიკა. ვფიქრობ, საპენსიო ფონდის საკითხი განხილვას არც კი უნდა ექვემდებარებოდეს.
- სასწრაფოდ უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატის ადმინისტრაციული ხარჯები (რაც 2,9 მილიარდ ₾-ს შეადგენს) და ეს ფული უნდა გამოვიყენოთ ბიზნესების დასახმარებლად, რათა თავიდან ავიცილოთ სრული ეკონომიკური კოლაფსი.
- სახელმწიფო გადაწყვეტილებები და მათი შესრულება უნდა იყოს როგორც რაციონალურობის ფარგლებში, ასევე მოწოდების სიმაღლეზე. ბევრი საჯარო მოხელისგან ისმის რეპლიკა, რომ ადამიანები არ იცავენ წესებს?! მე ვიტყოდი, რომ თუ აღსრულება იქნება შესაბამისი, ადამიანი დაიცავს წესს. ასევე, თუ გადაწყვეტილება იქნება რაციონალური, მოქალაქეც იქნება მოწადინებული დაიცვას წესი და არ მოხდეს ის, რაც ხდებოდა 27 ნოემბერს (გუშინ) სავაჭრო ცენტრებში თუ სხვადასხვა მაღაზიაში. სახელმწიფოს მიერ მიღებულმა არარაციონალურმა გადაწყვეტილებამ ადამიანებს არ დაუტოვა დრო და საშუალება მოქცეულიყვნენ რაციონალურად"
დასკვნის სახით ირაკლი მესხი აღნიშნავს, რომ პროცესი მრავალწახნაგოვანია, სადაც ყველა მხარე უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობას და ნებისმიერი მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური, სოლიდარობაზე დაფუძნებული და მომავალზე გათვლილი. ეს საშუალებას მოგვცემს მეტნაკლებად განვჭვრიტოთ მოვლენები და ხვალინდელ დღეს იმედიანად შევხედოთ.
ტურიზმის აღდგენა
ეკონომიკის აღდგენა
lockdow