ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

კვლევა - ქართული ტურიზმის პოსტ-პანდემიური პერიოდის შესაფასება

კვლევა - ქართული ტურიზმის პოსტ-პანდემიური პერიოდის შესაფასება

ტურიზმსა და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე 8 ორგანიზაციამ 2020 წლის მიწურულს ჩაატარა კვლევა თემაზე „ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული სიტუაციის ეკონომიკური ანალიზი და პოსტ-პანდემიის პირობებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება“. კლვევის მიზანი არი ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, რაც შემდგომში წარედგინება საქართველოს მთავრობას.

 

კვლევის შედეგად შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა: ტურიზმის სექტორის მიმოხილვა პანდემიის პირობებში (2020 წელი); პოსტ-პანდემიურ პირობებში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და პროგნოზები; სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტი-კრიზისული გეგმის და  განხორციელებული ღონისძიებების შეფასება; შიდა ტურიზმის სტიმულირების მექანიზმები და სხვამნიშვნელოვანი საკითხი.

 

კვევის სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.

 

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე შერჩეული იქნა როგორც რაოდენობრივი (ტურიზმის ინდუსტრიის 155 წარმომადგენლის ონლაინ გამოკითხვა), ასევე თვისებრივი მეთოდები (სამაგიდე კვლევა და ფოკუს-ჯგუფები).

 

პროექტი დაფინანსებულია პროგრამის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერა საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად”, ფარგლებში. 

 

კვლევა განხორციელდა ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 არაკომერციული ორგანიზაციის მიერ:

  • „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“
  • „გურიის ტურიზმის ასოციაცია“
  • „ტურიზმის ინსტიტუტი“ 
  • „საქართველოს ტურიზმის ასოციაცია“
  • „კონკურენციის ცენტრი“ 
  • „რეგიონალური მართვის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი“
  • „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“
  • „ჯუნიორ ეჩივმენთი საქართველო“ 

 

ტურიზმის აღდგენა ეკონომიკის აღდგენა
© 2020 Copyright