ახლახანს ცნობილი გახდა Google-ის კონფიდენციალური დოკუმენტის შინაარსი, რომელიც გულისხმობს აგრესიული კამპანიის წამოწყებას ევრო-კავშირის შესაძლო რეგულაციების წინაამღდეგ. საქმე შემდეგშია: უკვე დიდი ხანია ბრიუსელი წუხს დიდი ტექნოლოგიური მოთამაშეების მზარდ გავლენებზე, რომელიც შესაძლოა ეწინაამღდეგებოდეს თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს. სწორედ ამიტომაც, ისინი ამზადებენ „ციფრული მომსახურებების აქტის“ (Digital Services Act - DSA) დრაფტს, რომელიც დღის სინათლეს იხილავს 2 დეკემებრს. დოკუმენტში მოსალოდნელია მკაცრი რეგულირება ისეთი დიდი ციფრული ტექნოლოგიების მფლობელი კომპანიებისა, როგორებიცაა google, booking.com, facebook და სხვა. ევრო-კავშირს სურს აიძულოს ასეთი გიგანტები შეცვალონ თავიანთი ბიზნეს-პრაქტიკა ციფრულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაზრდის მიზნით.
თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, google-ს თავისი გეგმები აქვს და ემზადება დიდი ბრძოლისთვის. კომპანია აცხადებს, რომ ამ პროცესში ითანამშრომლებს სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან. აქ, პირველ რიგში, მოიაზრება booking.com, ამსტერდამში ბაზირებული მოგზაურობის ციფრული გიგანტი. თავის მხვრივ booking.com აცხადებს, რომ არავითარ კამპანიაში ჩართვას არ აპირებს: „ჩვენ საერთოდ არ ვაპირებთ ვიყოთ ნაწილი კამპანიისა, რომელსაც google გეგმავს, უფრო მეტიც, ჩვენი ინტერესები ამ საქმეში რადიკალურად განსხვავებული ხასიათისაა.“
აღნიშნულთან დაკავშირებით google-მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
საბოლოო ჯამში, როგორც ირკვევა, ევრო კავშირი ამ ქტით შეეცდება გავლენა მოახდინოს 20 ყველაზე დიდი ტენოლოგიურ კომპანიაზე და შეცვალოს მათი თამაში წესები თავისუფალი ბაზრის საკეთილდღეოდ.
წყარო:skift
ციფრული ტექნოლოგიები booking.com google