შავი ზღვის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის (ICBSS), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და ევრო კომისიის საზღვაო საკითხების დირექტორატმა (DG Mare) ორგანიზება გაუწიეს ვორკშოპს სახელად „შავი ზღვის პროექტები საზღვაო ტურიზმის, საზღვაო ტრანსპორტირების, მეთევზეობა-აქუაკულტურის და დიგიტალიზაციის ირგვლივ. გამოწვევები და შესაძლებლობები“.
საინტერესოა, რომ საქართველოს მხრიდან მომხენებლად მიწვეული იყო ტურიზმის ინსტიტუტი, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა ბერძენიშვილმა, ისაუბრა დიგიტალიზაციის მნიშვნელობაზე შავი ზღვის ქვეყნებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ჭრილში. კერძოდ, საქართველოში ინსტიტუტის ხელმძღვანელობით მიმდინარე ევრო კომისიის თანადაფინანსებული პროექტის, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის“, ფარგლებში წარმოდგენილი იქნა დიდი მონაცემების (big data) და მძლავრი კომპიუტერების (HPC) გამოყენების პერსპექტივები საქართველოში, ქალაქ ბათუმის მაგალითზე. პროექტის დასრულებამდე კიდევ დარჩა 1 წელი, თუმცა მოცემულ მომენტში კარგად ისახება მუნიციპალურ დონეზე ტურიზმის საზომი სხვადასხვა პარამატრების (სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი) შემცველი მონაცემების სიმწირე და ამ მონაცემების შეგროვება/დამუშავებაში ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების არარსებობა. სწორედ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის გზებზე ისაუბრა ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და წარმოდგენილი კონკრეტული მაგალითით მოახდინა ტურიზმში დიგიტალიზაციის დადებითი ეფექტების დემონსტრაცია.
დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკის საშუალებით.
წყარო: ICBSS