ავიახაზები Delta , რომის საერთაშორისო აეროპორტი Fiumicino და ატლანტის საერთაშრისო აეროპორტი Hartsfield-Jackson შეურთდნენ ინოვაციურ ტრანს-ატლანტიკურ COVID-19-ის ტესტირების პროგრამას, რომელიც შესაძლებელს ხდის იტალიაში შესვლას კარანტინის გავლის გარეშე.
“ზედმიწევნით შემუშავებული, COVID-19-ის ტესტირების პროგრამის პროტოკოლი არის საუკეთესო ხერხი საერთაშორისო, უსაფრთხო მოგზაურობის აღდგენისათვის კარანტინის გვერდის ავლით, სანამ ვაქცინაცია მოიკიდებს ფეხს გლობალური მასშტაბით.” აცხადებს სტივ სიარი, დელტას პრეზიდენტი საერთაშორისო გაყიდვების კუთხით. “უსაფრთხოება არის ჩვენი მთავარი დაპირება - ეს გახლავთ ჩვენი ინოვაციური ტესტირების მთავარი იდეა და საფუძველი ჩვენი ჰიგიენის პოლიტიკისა, რომელიც უზრუნველყოფს დელტას მგზავრების უსაფრთხოებას.”
დელტამ საკითხის განხილვაში ჩართო Mayo Clinic, რომელიც მსოფლიო ლიდერია ჯანდაცვის საკითხებში. იგი დაეხმარა კომპანიას მომხმარებელთა ტესტრების პროტოკოლის შექმნაში, რამაც შესაძლებელი გახადა დელტას COVID-19-ის ტესტირების პროგრამის ჩაშვება. “მოდელირებაზე დაყრდნობით ჩვენ დავასკვენით, რომ ტესტირების პროტოკოლთან კომბინირებული დაცვის რამდენიმე ფენა; ნიღბები, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვა გვაძლევს საშუალებას ვიწინასწარმეტყველოთ, რომ 60%-ით დატვირთულ რეისზე კოვიდით ინფიცირების რისკი არ აღემატება ერთ მილიონს.” განაცხადა ჰენრი ტინგმა, მედიცნის დოქტორმა მაიოს კლინიკიდან.
დელტა ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ჯორჯიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტთან, სამთავრობო გეგმის შემუშავების მიზნით, მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამოგზაურო ბაზრების გახსნისათვის.
”ჯორჯიის შტატმა და იტალიის მთავრობამ გამოიჩინეს ინიციატივა პროტოკოლებისა და პრაქტიკის შემუშავების საქმეში, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უსაფრთხოდ გაიხსნას საერთაშორისო მოგზაურობა საკარანტინო მოთხოვნების გარეშე,” - დასძინა სიარმა.
19 დეკემბრიდან დაიწყება Delta–ს საცდელი ტესტირება მომხმარებლებისა და ეკიპაჟისთვის აღდგენილ რეისზე ჰარტსფილდი – ჯექსონი ატლანტის საერთაშორისო აეროპორტიდან რომის ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტში. ტესტირება ჩაანაცვლებს სავალდებულო კარანტინს იტალიაში ჩასვლისას, აშშ–ს და ევროპის კავშირის ყველა მოქალაქისთვის, რომელიც სამსახურეობრივი, ჯანმრთელობისა და საგანამანათლებლო მიზნებით ეწვევა იტალიას.
დელტას კოვიდ ტესტირებული ფრენით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს COVID-19-ის ტესტირება:
მომხმარებლებმა ასევე უნდა წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია ამერიკაში შესვლისას კონტაქტების მოძიების პროტოკოლის შესაბამისად.
რომის აეროპორტმა წლის დასაწყისში უკვე შეასრულა წარმატებული, კოვიდ ტესტირებული შიდა ფრენა დელტას იტალიელ პარტნიორ, ალიტალიასთან ერთად და იქცა ერთადერთ აეროპორტად მსოფლიოში, რომელმაც მოიპოვა 5 ვარსკვლავი Skytrax-გან კოვიდ პროტოკოლის დაცვის ჭრილში. რომის აეროპორტი 40 მილიონზე მეტ მგზავრს მასპინძლობს ყოველწლიურად და უკვე მესამედ დაიმსახურა ევროპის საუკეთესო Hub-აეროპორტის ტიტული აეროპორტების საერთაშორისო საბჭოსგან.
ავტორი: გაბრიელ ღვინიანიძე news.delta.com-ზე დაყრდნობით
ავიაინდუსტრია ტურიზმის აღდგენა COVID-19