ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ავიახაზებისთვის, სასტუმროებისა თუ ტურ-ოპერატორებისთვის თითოეული ჯავშნისგან მაქსიმუმის მიღება დღეს ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს - განსაკუთრებით მოახლოებულ თვეებსა და წლებში. მონაცემებისა და ანალიტიკის მექანიზმები იქნება ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ინდუსტრიის აღდგენისთვის, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს ბიზნესების გადარჩენაში. კერძოდ, დაეხმარება მათ მიაგნონ ხერხს, თუ როგორ შეამცირონ  ფასი და ამავდროულად მიიღონ მაქსიმალური მოგება.

 

ტურიზმის ინდუსტრია დგას მონაცემების დიდ ოქროს საბადოზე. სამწუხაროდ მისი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია დღეს გამოყენებული. ჩვენ მონაცემებს ვიყენებთ ძირითადად აღწერისთვის - ვამოკლებთ უზარმაზარ ინფორმაციას, რათა მივიღოთ ადვილად გასააზრებელი დასკვნები. რეალურად კი ამ დროს ვღებულობთ არაფრისმომცემ, დროში გაწელილ, დაგვიანებულ ინფორმაციას.

 

ინდუსტრიამ უნდა იპოვოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან - მონაცემთა არაფრისმთქმელ აღწერით დამუშავებაზე უარის თქმა უნდა გახდეს პროგნოზის და მომავლის წინასწარ გათვლაზე ორიენტირებულ ანალიტიკურ პროცესზე გადასვლა.მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული ხვალინდელი დღის მოდელირება არის ერთადერთი გზა ვიწინასწარმეტყველოთ განვითარების შესაძლო სცენარი და შევიხედოთ მომავალში, რათა ბიზნესებმა თუ დესტინაციებმა დასახონ აღდგენის ქმედითი გეგმა.

 

ამ ნაბიჯის გადადგმა დამოკიდებულია კომპანიების თუ  მთავრობების მზაობაზე დაამკვიდრონ მონაცემთა ანალიზის კულტურა. ჩვენ ხშირად გვხვდება სურათი, როდესაც მონაცემთა ანალიზი იძირება მონაცემების შეგროვების შრომატევად პროცესში, რაც არ გვაძლევს მათი გამოკვლევის საშუალებას - ამ პრობლემის მოგვარება მარტივია, ანალიტიკური პროცესების დიდი ნაწილის ავტომატიზების გზით.

 

სამწუხაროდ, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ტურიზმის ინდუსტრიას მეტი დრო აღარ აქვს, დღესვეა ნაბიჯები გადასადგმელი. მონაცემების ანალიზის კულტურის დამკვიდრება აღარ გახლავთ მომავალი წარმატების ნიშანი. პირიქით, ეს პროცესი გადარჩენის გზაა. ამიტომ კომპანიებმა თუ სახელმწიფოებმა დროულად  უნდა მოძებნონ მონაცემების ანალიტიკის ყოვლისმომცველი გამოყენების სწრაფი და ეფექტიანი გზა.

 

წყარო: revenue-hub

მონაცემთა ანალიზი ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright