29 მაისს, პროექტის, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის“, ფარგლებში გაიმართა ვორკშოპი თემაზე „დიდი მონაცემების ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს დიდი მონაცემების დამუშავების მექანიზმების დანერგვას უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულ ტურიზმის სექტორში. აღნიშნულ მექანიზმებს შეუძლია უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გენერირება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო ორგანოებს, ბიზნესებსა და მკვლევარებს ტურიზმთან დაკავშირებით უფრო მდგრადი სტრატეგიების შემუშავებაში. პროექტი ეფუძნება დიდი მონაცემების ანალიტიკას, ხელოვნურ ინტელექტს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს.
გთხოვთ, იხილეთ ვებინარის ვიდეო: