ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

კულტურა - ტურიზმის მამოძრავებელი ძალა?!

კულტურა -  ტურიზმის მამოძრავებელი ძალა?!

სიახლე, განსხვავებულობა, უნიკალურობა - ეს ის მახასიათებელია, რაც  მოგზაურობის დროს ადამიანების შთაგონებად იქცევა. შესაბამისად, ტურისტისთვის მთავარია ინტერესის და ღირებული განცდების აღძვრა. ამისათვის საჭიროა ქვეყნებმა კარგად გაიაზრონ ქვეყნის კულტურის როლი, რომლის გავლენით ხდება ტურიზმი ფასეული.

 

ტურისტული პოტენციალი  - ეს ის მახასიათებელია, რაც დესტინაციას მეტად ღირებულად წარმოაჩენს მსოფლიო ასპარესზე. ყველა ქვეყანა გამოირჩევა შეუფასებელი მნიშვნელობის მქონე ინდივიდუალური და უნიკალური კულტურით. კულტურა ხელს უწყობს ისტორიული ობიექტების და ცოდნის დღევანდელ ცხოვრებაში ჩართვას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებისათვის.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, კვლევა და განვითარება. იგი უნდა გახდეს ტურუსტული პროდუტების შექმნის მთავარი საყრდენი, რასაც აუცილებლად უნდა უმაგრებდეს ზურგს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.

 

ამ მხვრივ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აგრძელებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას და როგორც ბოლო პერიოდში დავინახეთ სულგუნის ტრადიციას და ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს კი ახალი ტურისტული პროდუქტების თუ გამოცდილებების შექმნისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია, რასაც, თავის მხვრივ, სჭირდება კერძო და საჯარო სექტორის მჭირდო თანამშრომლობა კომერციული  სარგებლის მიღების მიზნით.

 

ავროტი: ლიზა ანთაძე

კულტურული მემკვიდრეობა კულტურული ტურიზმი კულტურა
© 2020 Copyright