ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

UNESCO-ს პროქტი - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია

UNESCO-ს პროქტი - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ კულტურა ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. მას გასაკუთრებული როლი უჭრავს ძირძველი ისტორიის, მაგრამ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ტურიზმში, სადაც, მართალია, ინფრასტრუქტურა და მომსახურება ჯერ კიდევ გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა არამატერიალური თუ მატერიალური კულტურული მემკვიდრეობისგან მიღებული ტურისტული გამოცდილება სრულად ფარავს ზემოაღნიშნულ ყველა ნაკლოვანებას. საქართველოც მსგავსი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. ამიტომ, ნებისმიერი პროექტი, მიმართული კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისკენ, ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანას.

 

სწორედ მსგავს პროექტს ანხორციელებს „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ UNESCO-ს პროგრამის „არამატერიალური მემკვიდრეობა, შემოქმდებითობა და ქალაქების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში.

 

პროექტის უშუალო სახელწოდება გახლავთ „თბილისში თემის ჩართულობით ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია“. მისი მიზანია:

 

  • UNESCO-ს მიერ შემუშავებული ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის ურბანულ გარემოში ტესტირება, რაც გულისხმობს ინვენტარიზაციის პროცესში ქალაქის მოსახლოების აქტიურ ჩართულობას.
  • თემის ჩართულობით ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირება და ამ მიმართულებით მათი უნარების ამაღლება.
  • ურბანულ გარემოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული თავისებურებების და არსებული გამოწვევების გამოვლენა.
  • რეკომენდაციების შემუშავება ურბანულ გარემოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების შენარჩუნებისა და სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის.
  • ფართო საზოგადოების ინფორმირება ურბანულ გარემოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თემის ჩართულობის როლზე და ზოგადად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წვლილზე ქალაქების მდგრად განვითარებაში.
 

პროექტის მოიცავს თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრების სერიას, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო სპეციალისტების ვორკშოპებს, თბილისში ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციას, აუდიო-ვიზუალური და ნარატიული დოკუმენტაციისა და საპოპულარიზაციო ვიდეოების შექმნას.

 

პირველ ეტაპზე, 10-18 დეკემბერს, ჩატარდება ვორკშოპი, რომლის მიზანია მონაწილეებს გააცნოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის მეთოდები და ის მიდგომები, რომელსაც UNESCO-ს 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდროების დაცვის კონვენცია განსაზღვრავს.

 

 

წყარო: crafts.ge

 

 

crafts არამატერიალური კულტურა კულტურული ტურიზმი
© 2020 Copyright