ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი

ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი

 

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია 10-17 ოქტომბერს  მართავს „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალს“.

 

ფესტივალი ტარდება სოციალური მედია-კამპანიის სახით, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია ვიდეო-მასტერკლასები საქართველოს ხუთი სხვადასხვა რეგიონიდან. მსურველებს ექნებათ საშუალება ეზიარონ რეწვის ოსტატების სხვადასხვა ისტორიას და დაესწრონ ონლაინ შეხვედრებს თუ სემინარებს.

 

კამპანიის ნაწილი ასევე გაზიარდება ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day 2020-ს პლატფორმაზე, ასევე საქართველო ტრადიციული რეწვის ასოციაციის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების სოციალურ ქსელებში.

 

ფესტივალის მხარდამჭერია USAID Zrda Activity in Georgia ზრდა პროექტი საქართველოში.

 

„რეწვის სახელოსნოები, როგორც ტურისტული ატრაქცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული პროდუქტების და სერვისების დივერსიფიკაციის კუთხით. მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა, ისევე როგორც საქართველოში არსებული წარმატებული მაგალითები მიუთითებს, რომ ინტერაქტიული მასტერკლასები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ტურისტებში“ - აცხადებს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა შანშიაშვილი.

 

ფესტივალის პროგრამა იხილით აღნიშნული ბმულიდან. ამავე ბმულზე განთავსდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დაესწროთ ფესტივალის პროგრამაში აღნიშნულ მასტერკლასებს, შეხვედრებს და სემინარებს.

 

წყარო: საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია

© 2020 Copyright