ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

კამბოჯა-უცნაური ხედვითა და საკვირველი პირობებით ?!

კამბოჯა-უცნაური ხედვითა და საკვირველი პირობებით ?!

 

ჩვენს ყოვლისმომცველ  იდეათა სამყაროსა და უცნაური ფაქტების უკიდეგანო ზღვაში მრავლადაა ისეთი შემთხვევები, რომლებიც გაკვირვებასა და აღფრთოვანებას იწვევს ჩვენში.

 

ალბათ, გავა დრო და ადამიანები აღნიშნავენ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყანას, კამბოჯას, რომელსაც სულ სხვა, უცნაური ხედვა და მიზნები აქვს პანდემიის ფონზე მოგზაურობის მსურველთათვის. კამბოჯას სურს მოგზაურებს გადაახდევინოს უზარმაზარი 3000 აშშ დოლარის დეპოზიტი.

 

ქვეყნის მთავრობის თანახმად, 3000 აშშ დოლარის დეპოზიტის  გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათით. ახალი რეგულაცია ფარავს კორონავირუსის ყველა პოტენციურ ხარჯს, მათ შორის COVID-19 ტესტს (100$), ტრანსპორტირებას ტესტირების ცენტრამდე (5$), კვებას და სასტუმროს სანამ შედეგს დაელოდებით (60$). თუ მოგზაურის ტესტის პასუხი დადებითია და ის  ატარებს COVID-19- ს, მას ფულის გადახდა მოუწევს საავადმყოფოში დარჩენისთვის (330$ დღეში) და კიდევ ოთხი ტესტის ჩატარებისთვის (100$ თითო). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ვირუსი სასიკვდილოდ გაგიმეტებთ, ანაბარი ასევე დაფარავს თქვენი დაკრძალვის ხარჯებს (1500$) . 

 

წყარო: forbes.com

covid time travel მოგზაურობა ვირუსის დროს covid-19
© 2020 Copyright