ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

Booking.com ონლაინ ჩექ-ინის სისტემას ნერგავს

Booking.com ონლაინ ჩექ-ინის სისტემას ნერგავს

 

მაშინ როდესაც ტურიზმის ინდუსტრია იწყებს ხელახლა ამუშავებას Covid პანდემიის შემდეგ, კომპანიები ცდილობენ მეტად მოერგონ უკონტაქტო სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას.

 

უკონტაქტო სერვისის მსურველთა გაზრდილი რაოდენობის კვალდაკვალ Booking.com იწყებს თანამშრომლობას Futurstay-სთან მოკლევადიან ჯავშნებზე. ეს მიცემს საშუალებას ტურისტებს განახორციელონ ე.წ. ონლაინ ჩექ-ინი.

 

Futurstay 2015 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური პლატფორმაა მოკლევადიანი დარჩენისთვის განკუთვნილი განთავსების ობიექტების დასაქირავებლად, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს ავტომატიზებულ კომუნიკაციას კლიენტებთან, ჯავშნებს, საფასო პოლიტიკის განსაზღვრას, გადახდებს და სხვა სერვისებს. ამჟამად კომპანია 100 000 სუბიექტთან თანამშრომლობს 120 ქვეყნის მასშტაბით სამხრეთ ამერიკიდან დასავლეთ ევროპის ჩათვლით.

 

Booking.com განცხადებაში ვკითხულობთ: „ეს არის ერთ-ერთი, იმ მრავალი ინიციატივიდან რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს Covid-19-ის ეპოქაში. რახან ჩვენ ვიცით, რომ ტურისტებისთვის ახლა პრიორიტეტულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვა, დავიწყეთ მუშაობა რამდენიმე ტექნოლოგიურ პლატფორმასთან - მათ შორის futurstay-სთან, რათა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის „ონლაინ ჩექ-ინის“ ფუნქციის დამატება მათი განთავსების ობიექტებზე. ტურიზმის ინდუსტრიის  აღდეგნის საერთო გამოწვევაში ჩვენი წვლილის შესატანად, ჩვენი კომპანია ძალისხმევას არ იშურებს, რათა აღვჭურვოთ ჩვენი პარტნიორები ყველა საჭირო რესურსითა თუ ტექნოლოგიით, რომელთა დახმარებითაც ისინი არ ჩამორჩებიან ტურიზმის დღევანდელ  მოთხოვნებს.“

 

ზემოხსენებული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, აუცილებელი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითების შემდეგ ბუკინგის მომხმარებლები მიიღებენ მეილს ონლაინ ჩექინისთვის საჭირო ყველა ინსტრუქციით და განთავსების ადგილის კარების კოდის მითითებით.

 

მომხარებელთა ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, მათ მიიღეს დადებითი შეფასება განთავსების ობიექტების მენეჯერებისა და თანამშრომლებისგან.

 

Futurstay-ის გენერალური დირექტორი ფილიპ კენარდი აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი ჯავშნების მოთხოვნა აქტუალური იყო პანდემიის დროს, რაც განპირობებული იყო განთავსების ობიექტების მფლობელების მხრიდან ავტომატიზებული ტექნოლოგიებსისადმი ინტერესის ზრდით - შედეგად Futurstay-ის მომხარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

 

კომპანიის 1000-მდე პარტნიორი უკვე წლის ბოლოს გადავა ონლაინ ჩექ-ინის სისტემაზე და ეს რიცხვი 2021 წლისთვის 10,000 მიაღწევს, რაც ადასტურების მომავალში ტურიზმის ინდუსტრიის დამოკიდებულების ზრდას ციფრული ტექნოლოგიებისადმი.

 

წყარო: phocusewire 

booking.com ტექნოლოგიები ტურიზმში სასტუმრო ინდუსტრია
© 2020 Copyright