ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

Bocuse d Or ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატში საქართველოს მონაწილეობის შეჯამება

Bocuse d Or ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატში საქართველოს მონაწილეობის შეჯამება

„მონაწილე ქვეყნების მიერ საქართველოსთვის დაწერილ ქულების გააზრების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ ის, თუ რომელ ქვეყნებში იქნება ჩვენი გემოები მისაღები და პოპულარული და რომელში არა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, პირობითად, პირველ ხუთი-ექვსი მაღალი ქულის დამწერი ქვეყნისთვის ჩვენი გასტრონომია ძალიან მიმზიდველი იქნება და ეს ტურიზმის სტრატეგიაში უნდა იყოს პირდაპირ ასახული, როგორც პოტენციური სამიზნე ქვეყნები, ხოლო დანრჩენ მათგანში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი მუშაობაა საჭირო, რათა ქართული გემოები გავაგებინოთ, ამისათვის კი სახელმწიფო და ბიზნესი ერთად უნდა დაირაზმოს“ - აბობს ლევან ქოქიაშვილი, Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი და გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო "გასტრონავტის" დამფუძნებელი.

 

ქვეყნები, რომლებმაც საუკეთესო ქულები დაგვიწერეს, შემდეგია:

  • დანია
  • რუსეთი
  • ლატვია
  • იტალია
  • შვეიცარია
  • ჰოლანდია

 

(უნდა აღინიშნოს რომ ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქვეყნის Bocuse d’Or-ის პრეზიდენტი ამავე დროს არის ჟიურის წევრიც და უხდება მოწინაამღდეგე გუნდების შეფასება).

 

დამატებით, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს 42 საჯარიმო ქულის მიღების მიზეზები:

 

კერძის დაგვიანება - მინუს 12 ქულა

ჯამში ორივე კერძის მომზადებისთვის  გამოყოფილი იყო 5 საათი და 35 წუთი. აქედ თეფში (plate) ზუსტად 5 საათში, ხოლო ლანგარი (platter) თეფშის გასვლიდან 35 წუთში უნდა გასულიყო. საქართველომ მოცემულ დროს გადააცილა ჯამში 19 წუთი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად ჩვენმა გუნდმა დააგვიანა 19 წუთი მხოლოდ პირველ კომპონენტში, რის გამოც დარჩენილ 35 წუთს დააკლდა ეს 19 წუთი და გუნდს დარჩა მხოლოდ 16 წუთი მეორე კომპონენტისთვის. ლანგრის მომზადებას კი ჯამში დასჭირდა 22 წუთი (შესაბამისად მეორე კომპონენტი შესრულებული იყო მოცემული 35 წუთის ფარგლებში, მაგრამ მასზე თავიდანვე გავლენა მოახდინა პირველი კომპონენტის გამო წართემულმა 19-მა წუთმა). 

 

რეცეპტის დაგვიანებით გაგზავნა - მინუს 30 ქულა

კერძების რეცეპტების შესახებ ინფორაცია ჩემპიონატის ორგანიზტორებს, წესის მიხედვით, უნდა გადაეგზავნოს 2 თვით ადრე, თუმცა ჩვენმა გუნდმა, უსახსრობის გამო, ეს შეძლო მხოლოდ 10 დღით ადრე, რასაც მოჰყვა დაკლებული 30 ქულა.

 

საგულისხმოა, რომ ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენს გამოსვლაში იყო საწებლები (souse) და მზადების პროცესი/მზარეულების ტექნიკა (cooking), სადაც ყველაზე დაბალი ქულები დავიმსახურეთ.

 

„დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა ქართულ გასტრონომიაში, რამაც, ერთის მხვრივ, ცხადად დაგვანახა თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მეორეს მხვრივ, ასევე ცხადად დავინახეთ თუ რა პოტენციალი აქვს ქართულ გასტრონომიას“ - ამბობს ლევან ქოქოიაშივილი.

 

გასტრონომია გასტრონომიული ტურიზმი Bocuse d Or
© 2020 Copyright