ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

დიდი მონაცემების (BIG DATA) ანალიტიკის როლი ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის

დიდი მონაცემების (BIG DATA) ანალიტიკის როლი ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის

29 მაისს, პროექტის, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის“, ფარგლებში გაიმართა ვორკშოპი თემაზე „დიდი მონაცემების ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკომისიის მიერ საზღვაო ეკონომიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში. იგი 2021 წლის ნოემბრამდე გრძელდება და მიზნად ისახავს დიდი მონაცემების დამუშავების მექანიზმების დანერგვას უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ტურიზმის სექტორში. აღნიშნულ მექანიზმებს შეუძლია უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გენერირება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო ორგანოებს, ბიზნესებსა და მკვლევარებს ტურიზმთან დაკავშირებით უფრო მდგრადი და ყველა დაინტერესებული მხარისათვის მეტი სარგებლის მომტანი სტრატეგიების შემუშავება-გაუმჯობესებაში. პროექტი ეფუძნება დიდი მონაცემების ანალიტიკას, ხელოვნურ ინტელექტს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს.

 

ვორკშოპზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

 

ტურისტული ნაკადების ანალიზი

ამ კომპონენტში აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება მოხდება სხვადასხვა წყაროსგან (მობილური ოპერატორების მონაცემები, საზღვრის კვეთა, მატარებლით გადაადგილებულთა რაოდენობა, ავტომობილთა ნაკადები და სხვა) შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით. შედეგად შეიქმნება სურათი, რომელზეც გამოჩნდება თუ როდის, სად და როგორ სტუმრობენ ტურისტები აჭარის რეგიონს. ასევე მოხდება ტურისტული ე.წ. ცხელი წერტილების ინდეტიფიკაცია და ნაკადების სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილების პოტენციალის შესწავლა.

 

ტურიზმის გავლენის მოდელი

ამ კომპონენტის ფარგლებში პროექტი შეაგროვებს სოციალურ და ეკონომიკურ მონაცემებს და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს ბათუმის (როგორც მსხვილი დესტინაციის) და ქობულეთის (როგორც მომცრო დესტინაციის) მასშტაბით. შემდგომ, შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზება საშუალები ნათლად წარმოჩინდება თუ როგორ ხდება რესურსების მოხმარება ვიზიტორების მიერ მთელი წლის განმავლობაში და რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, რაც საბოლოო ჯამში სარგებლის მომტანი იქნება, როგორც დესტინაციის მოსახლეობისათვის, ასევე თავად ვიზიტორებისთვის.

 

 

ვორკშოპი ორგანიზებული იყო პროექტის ადგილობრივი ლიდერი ორგანიზაციის, „ტურიზმის ინსტიტუტის“, მიერ, ხოლო პრეზენტაციები წარმოადგინეს სლოვენიელმა და ბერძენმა პარტნიორებმა. ღონისძებას ესწრებოდა პროექტის ოფიციალური პარტნიორი საჯარო უწყებები აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს სახით. ასევე წარმოდგენილი იყოს ბათუმის და ქობულეთი მუნიციპალიტეტები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს რკინიგზა, პოლიტიკური პარტიები, საქართველოს რკინიგზა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კოპანია მაგთიკომი, ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ტურიზმის სფეროში, კომპანია „ტურინვერსტი“, ჟურნალისტები და ამ თემატიკით დაინტერესებული საქართველოს რიგითი მოქალაქეები.

 

პროექტი აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე და დაუბრუნდება საქართველოს შემდგომი ვორკშოპის სახით წილის ბოლოს, სადაც უკვე გაანალიზებული დიდი მონაცემების საშუალებით წარმოაჩენს აჭარის რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივებს.

© 2020 Copyright