ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

რას გვეუბნება დიდი მონაცემები (big data) - COVID19-ის ტურიზმის ტრენდები

რას გვეუბნება დიდი მონაცემები (big data) - COVID19-ის ტურიზმის ტრენდები

COVID19-ის პანდემიამ გლობალური მასშტაბით უპრეცედენტო ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ დაგვანახა გადაწყვეტილებების მიღების მიღმა არსებული პროცესების გადაფასების საჭიროება.

 

რა ცვლილებები მოუტანა COVID19-მა ტურიზის სექტორს? რა ახალი ტრენდები გამოიკვეთა?

 

ეს მხოლოდ იმ კითხვების ნაწილია, რაზეც პასუხის გაცემა დაუყონებლივაა საჭირო.

 

ახლა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ტექნოლოგიების დახმარებით  გავაანალიზოთ სხვადასხვა მონაცემი რეალურ დროში და პასუხი მივიღო ყველაზე აქტუალურ კითხვებზე, რაც ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალის პოვნაში დაგვეხმარება.

 

მონაცემთა ანალიზი


დიდი მონაცემების (big data) შეგროვების და გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა ტურიზმის ძირითადი ტრენდები. გაანალიზდა დროის 2 მონაკვეთი, პრე პანდემიური (2019 წ.) და პანდემიის პერიოდი (2020 წელი). მონაცემების შეგროვება და გაანალიზება 5 ევროპული ქალაქის მასშტაბით მოხდა: ლონდონი, მადრიდი, პარიზი, ბერლინი, ბარსელონა. ეს ტრენდებია:

 

  • ტრენდი 1
 

უახლოესი მომავალი მაინც ბუნდოვანია მოუხედავად დაანონსებული ვაქცინაციის პროცესისა.

 

ფრენებზე ძიება 80 %-ითაა დავარდნილი, ხოლო ფრენების ჯავშანმა 90 %-ით დაიწია

 

  • ტრენდი 2
 

ტურისტული შეთავაზებების ახლომდებარე (შიდა ტურიზმი და მეზობელი ქვეყნები) სამიზნე ბაზრების ინტერესებზე მორგება მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგსთვის უფრო მეტად, ზოგისთვის უფრო ნაკლებად.

 

მაგალითად, შიდა ბაზრების მიხედვით ტურისტული ადგილების მოხსენიება სოციალურ მედიაში შემდეგნაირია:

 

ბარსელონა + 13 %

მადრიდი + 9 %

ლონდონი + 8 %

პარიზი 0 %

ბერლინი - 6 %

 

  • ტრენდი 3
 

PCR ტესტების გამოყენებამ დადებითი გავლენა მოახდინა მოთხოვნის სტიმულურებაზე,

 

დუბაიმ PCR ტესტების დანერგვა 7 ივლისიდან დაიწყო.  გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ყველა სამიზნე ბაზრიდან ჯავშნების ზრდა დაფიქსირდა.

 

ფრენის ჯავშნები 686 %-ით გაიზრდა

 

  • ტრენდი 4

მოგზაურობის ხანგრძლივობა გაიზარდა, წინასწარ დაჯავშნის დრო შემცირდა

 

მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა:  + 14 %

 

წინასწარ შეძენა: - 18 %

 

 

  • ტრენდი 5
 

ბუნებაში დასვენება, აქტიური ცხოვრების სტილი და გაჯანსაღება უფრო მოთხოვნადი ხდება, ხოლო ღამის ცხოვრება ნაკლებ აქტუალურია.

 

აქტიური ცხოვრების სტილი + 33 %

გაჯანსაღება + 16.3 %

ბუნება  +8.3 %

ღამის ცხოვრება - 40.1 %

 

  • ტრენდი 6
 

სასტუმროებმა ფასები დაწიეს მოთხოვნის სტიმულირების მიზნით.  ამ ტენდეციაში ყველაზე მეტად 4 * სასტუმროები აქტიურობენ.

 

3 * -15.5 %

4 * -18.5 %

5 * -6.5 %

 

წყარო: mabrian

მონაცემთა ანალიზი ტურიზმის აღდგენა big data
© 2020 Copyright