ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ბათუმის ქეისი: ვებ-გვერდის ჩატვირთვის სისწრაფე = შემოსავალს

ბათუმის ქეისი: ვებ-გვერდის ჩატვირთვის სისწრაფე = შემოსავალს
  • ბათუმში არსებული განთავსების ობიექტების 11,6%-ს გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი
  • ბათუმში არსებული კვების ობიექტების 4%-ს გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი
  • ბათუმში არსებული ტურისტული სააგენტოების 45%-ს გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი
  • გუგლის რეკომენდაციით საუკეთესო პრაქტიკაა: ვებგვერდის ზომა 500 კილობაიტზე ნაკლები, ხოლო ვებგვერდის ჩატვირთვა 3 წამზე ნაკლები

 

გასული სტატიიდან გვახსოვს, რომ ვებგვერდის ჩატვირთვის სიჩქარე უდრის გაყიდვების ზრდას.

 

გამარჯობა, მე ვარ დათო მახარაძე, კომპანია შინდის ციფრული მარკეტოლოგი.

 

მე გადავწყვიტე გამეანალიზებინა  არსებული რეალობა საქართველოში. ამისათვის ავირჩიე ის ქალაქი , სადაც ვცხოვრობ, ბათუმი. სამიზნე ჯგუფებად ავიღე შემდეგი ტიპის ობიექტები: განთავსება, კვება, მოგზაურობა და უძრავი ქონება. ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში დამეხმარა ბათუმის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. კვლევის პროცესში შეფასდა ობიექტების ვებგვერდები ორი ინდიკატორით: მობილურ ვერსიაზე მორგებულობა და ვებგვერდის ჩატვირთვის სიჩქარე.

 

აღნიშნული ინდიკატორების შეფასებისთვის გამოვიყენე: Google Test My Site, Google PageSpeed Insights და Pingdom.com.

 

განთავსები ობიექტები

სულ შეფასდა 500-ზე მეტი განთავსების ობიექტი. აქედან, მხოლოდ 11.6%-ს გააჩნდა საკუთარი ვებგვერდი და ამათგან 66.1% მორგებული იყო მობილურზე. დესკტოპზე ვებგვერდის ჩატვირთვის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 3.17 წამს, ხოლო მობილურზე 3.91 წამს. Google PageSpeed Insights წარმოადგენს 1-დან 100 ქულამდე შეფასების სისტემას, რომლითაც ხდება ვებგვერდების მუშაობის შეფასება. აღნიშნული ხელსაწყოს მიხედვით განთავსების ობიექტების ვებგვერდები დესკტოპზე საშუალოდ შეფასდა 71 ქულით, ხოლო მობილური ვერსიები 38 ქულით. როგორც, ხედავთ მობილურთან მიმართებაში მაჩვენებლები საყურადღებოა. ავღნიშნავ , რომ აქ საუბარია მხოლოდ ვებგვერდის ტექნიკურ ნაწილზე, არ ვსაუბრობ მის შინაარსსა და ვიზუალზე, რომელიც ცალკე შეფასების საკითხია.

 

კვების ობიექტები

მოძიებული 200-ზე მეტი კვების ობიექტიდან მხოლოდ 4%-ს გააჩნდა საკუთარი ვებგვერდი, დანარჩენი ობიექტები კი ძირითადად სოც ქსელებში ან პორტალის ტიპის ვებგვერდებზე იყო დარეგისტრირებული. არსებული ვებგვერდებიდან ყველა იყო მორგებული მობილურ ხელსაწყოზე. დესკტოპზე ჩატვირთვის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 3.2 წამს, ხოლო მობილურზე 3.6 წამს. გუგლის შეფასებით საშუალოდ 77 ქულა მიენიჭა დესკტოპ ვერსიებს, ხოლო 51 ქულა მობილურ ვერსიას.

 

ტურისტული სააგენტო

მოგზაურობის კატეგორიაში მოძიებული იქნა 60-მდე ტურისტული სააგენტო. აქედან, მხოლოდ 45% ქონდა ვებგვერდი და 68% მორგებული იყო მობილურ ხელსაწყოებზე. დესკტოპზე ვებგვერდი ჩატვირთვის საშუალო დრო იყო 2.4 წამი, ხოლო მობილურზე საშუალოდ 3.7 წამი. როგორც ხედავთ, ყველა კატეგორიაში ვაწყდებით სიჩქარის პრობლემას. დესკტოპის ვერსიების გუგლის მიერ შეფასდა 70 ქულით, ხოლო მობილური ვერსიები 31 ქულით.

 

უძრავი ქონება

ბოლო კატეგორია, რომელიც გავაანალიზე იყო უძრავი ქონების ვებგვერდები. მათ შორის შეფასდა 30-მდე კომპანიის ვებგვერდი. შედეგად, 77% მორგებული იყო მობილურ ხელსაწყოებზე, დესკტოპზე ჩატვირთვის საშუალო დრო 2.9 წამი, ხოლო მობილურზე - 4.1 წამი. გუგლის შეფასებით საშუალოდ 66 ქულა განაწილდა ვებგვერდების დესკტოპ ვერსიაზე, ხოლო 28 ქულა მობილურ ვერსიაზე.

 

შეგახსენებთ გუგლის რეკომენდაციით კი საუკეთესო პრაქტიკაა:

  • ვებგვერდის ზომა 500 კილობაიტზე ნაკლები
  • ხოლო ვებგვერდის ჩატვირთვა 3 წამზე ნაკლები

 

დროა იფიქროთ სისწრაფეზე, სამყარო სწრაფად იცვლება, არჩევანიც ბევრია და არავინ დაგველოდება!

 

სტატია მომზადებულია ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერის" ფარგლებში ჩატარებული talk-ის მიხედვით.


google ვებგვერდი შინდი დათო მახარაძე
© 2020 Copyright