ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

როგორ ჩატარდა ბარსელონაში კოვიდ-უსაფრთხო წვეულება

როგორ ჩატარდა ბარსელონაში კოვიდ-უსაფრთხო წვეულება

ბარსელონაში 2020 წლის დეკემბერში შთამბეჭდავი რამ მოხდა. პანდემიის ფონზე, ცოცხალი მუსიკის კონცერტი ჩატარდა, დამსწრეებს კი სოციალური დისტანციის დაცვაც კი არ უწევდათ. Primavera Sound გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალრი ღონისძიება ევროპაში, რომელიც წარმატებით ჩატარდა კოვიდ-უსაფრთხო პირობებში, კოვიდ-სკრინინგის წყალობით.

 

ჯამში ღონისძიებას 463 ადამიანი დაესწრო, თითოეული მათგანი ვალდებული იყო გაეკეთებინა კოვიდ ტესტი. რა თქმა უნდა პასუხი უნდა ყოფილიყო უარყოფითი ღონისძიებაზე დასასწრებად. პროცესი იმდენადნ კარგად იყო ორგანიზებული, რომ პასუხი 15 წუთში ხდებოდა ცნობილი. ღონისძიება გახლდათ პირველი მცდელობა, იმის დასადგენად შესაძლებელი იყო თუ არა პანდემიის პირობებში ასეთი წვეულებების მოწყობა. როგორც ხედავთ მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.

 

წვეულება ჩატარდა შიდსისა და ინფექციური დაავადებების ფონდის, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის Germans Trias i Pujol-ის და Primavera Sound-ის მხარდაჭერით.

 

დამსწრეთა ასაკი 18-დან 59 წლამდე მერყეობდა. კონტროლის ზონაში მყოფი 496 პირიდან ვირუსი მხოლოდ ორს დაუდგინდა, ხოლო 463 დამსწრე არ იყო ინფიცირებული. არცერთ მონაწილეს არ გააჩნდა თანმხლები დაავადება.

 

მომავალში Primavera Sound-ი აპირებს მორიგი ღონისძიების გამართვას 2021 წლის 2-6 ივნისს ბარსელონაში და ასევე ლოს-ანჯელესში 2021 წლის 18-19 სექტემბერს.

 

წყარო: timesofindia

კოვიდ-უსაფრთხო ღონისძება ტურიზმის აღდგენა
© 2020 Copyright