გაიცანით „Genie“, „Gena“ და „Genius“-ს, , ჰონგ-კონგში სასტუმრო „L’hotel Island-ის“ ახალი თანამშრომლები, რომელთა მიზანია ჩაერთონ კორონა ვირუსთან დაკავშირებული მოგზაურობის სფეროს გამოწვევებთან გამკლავებაში.
76 სანტიმეტრის სიმაღლის თანამშრომლები სასტუმრო „L’hotel Island-ის“ ხელოვნური ინტელექტის რობოტების სამეულს წარმოადგენენ, რომლებსაც 432 ნომრიანი სასტუმრო მარტის თვიდან კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის საჭმელ-სასმელის მისატანად იყენებს.
სასტუმროს პერსონალი საჭმელ-სასმელს ინახავს რობოტის სათავსოში, რომელსაც ინტეგრირებული, სენსორიანი ჩამკეტი სისტემა აქვს. სტუმრებს რობოტის სათავსოში შენახულ საჭმელ-სასმელთან წვდომა სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ ეძლევა.
„L’hotel Group -ის“ დეველოპერი კომპანია „Chinachem Group“ მიიჩნევს, რომ სასტუმრო რობოტების ტრენდი მზარდი იქნება მომავალი 5 წლის განმავლობაში. მუდმივი ოპტიმიზაციის წყალობით შესაძლებელი გახდება მათი (Genie, Gena და Genius-ის) არა მხოლოდ საჭმლის მისატანად გამოყენება, არამედ ბევრი სხვა ფუნქციის შესასრულებლად სასტუმროში.
მსოფლიოს გარშემო ტურიზმის ოფიციალური ორგანოები ორიენტირებულები არიან თავიანთ ქვეყნებში სასტუმროები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოამზადონ კოვიდ-19-ის შემდგომი პერიოდისათვის, რაც ასევე გულისხმობს სისუფთავისთვის სერტიფიცირებას. სტუმართმასპინძლობის სფეროში ავტომატიზაცია სასტუმროებისთვის შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს, ვინაიდან კარანტინის დასრულების შემდეგ სოციალური დისტანცია მაინც აქტუალური დარჩება.
„მოსალოდნელია, რომ ბრენდები თანხების ინვესტირებას ავტომატიზირებულ სერვისებში და რობოტების დანერგვაში მოახდენენ. როგორც ვხედავთ, რობოტები საწყობებიდან და ქარხნებიდან უფრო დიდ სამყაროში ინაცვლებენ- რაშიც ასევე დიდ როლს თამაშობს კლებადი ხარჯები და 5G ქსელის დანერგვა“- განაცხადა „Yotel Singapore-ის“ გენერალურმა მენეჯერმა Brendan Daly-იმ.
რობოტებს შეუძლიათ ლიფტის გამოძახება და სწორ სართულზე ასვლა, სწორი ოთახის პოვნა და სტუმართან ტელეფონით დაკონტაქტება. „ეს ამცირებს ადამიანთან კონტაქტს, რომელიც დღეს ჩვენი სტუმრებისთვის პლიუსია“- განაცხადა „Grand Copthorne Waterfront Hotel“-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დორექტორმა Gilber Ong-მა.
როცა სტუმართმასპინძლობის სფეროში უამრავი სამუშაო ადგილი საფრთხის წინაშეა კორონა ვირუსის პანდემიის გამო, სექტორში ავტომატიზაციის დანერგვა ცუდ იდეად შეიძლება მოგვეჩვენოს.
რობოტებს შეუძლია აამაღლონ პროდუქტიულობა- ორი რობოტი სამ დასაქმებულ ადამიანს უდრის „Yotel Singapore-ში“. როგორც Daly აცხადებს ზოგადი აღქმა, რომ რობოტები ადამიანებს სამუშაო ადგილებს ართმევს ან რომ ის წინააღმდეგობაში მოდის სტუმრებისთვის დადებითი გამოცდილების შექმნაში, არასწორია.
როგორც ის აცხადებს, ავტომატიზაციის და ტექნოლოგიების დანერგვას შეუძლია ადამიანი რუტინული სამუშაოსგან გაათავისუფლოს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს სტუმართან უფრო ღირებული ინტერაქცია დაამყაროს, რაც თავის მხრივ სერვისის ხარისხზე დადებითად აისახებება.
„ჩვენ მოგვიწევს ბალანსის პოვნა შემოსავლის გენერირებასა და პროდუქტიულობის ამაღლებას შორის. ავტომატიზაციას შეუძლია ხარჯების შემცირება გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ არავის შემცირებას, ვინაიდან ეს მხოლოდ ხანმოკლე პერიოდზე გათვლილი ხარჯების დაზოგვა იქნება“ - ამბობს Daly.
სტატია მომზადებულია Skift-ის მიხედვით