ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

პომპეიში უძველესი სწრაფი-კვების დახლი აღმოაჩინეს

პომპეიში უძველესი სწრაფი-კვების დახლი აღმოაჩინეს

სწრაფი-კვების ობიექტი უძველეს რომაულ ქალაქ პომპეიში, რომელიც ვულკანის ამოფრქვევამ გაანადგურა 2000 წლის წინ, მიმდინარე წელს იხსნება საზოგადოებისთვის.

 

საკვების დახლი, ცნობილი, როგორც თერმოპოლიუმი (ბერძნულად „ადგილი, სადაც რაიმე ცხელი იყიდება“), მკვეთრი ფერის ფრესკებით და ტერაკოტას დოქებით, აწვდიდა ცხელ საკვებსა და სასმელს ქალაქის მაცხოვრებლებს. იგი 2019 წელს აღმოაჩინეს.

 

როგორც ვიცით პომპეი შთანთქა ვეზუვის მთის ვულკანის ამოფრქვევამ ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს. ამოფრქვევამ დაფარა პომპეი ფერფლის მსხვილი ფენით, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის კონსერვაციას და გზა გაუხსნა არქეოლოგებს.

 

ადგილზე აღმოჩენილი ნახატები გვიქმნის წარმოდგენას თუ რა სახის საკვებს სთავაზობდნენ იმ დროის მომხმარებლებს, მათ შორისაა ქათამი და იხვი. ღორის ხორცის, თევზის, ლოკოკინების და საქონლის ხორცის კვალი აღმოაჩინეს საკვების უძველეს სათავსოებში.

 

პომპლეის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის, მასიმო ოსანას თქმით ეს აღმოჩენა ნამდვილად არაორდინალურია - “ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ მთლიან თერმოპოლიუმს მივაგენით.”

 

მუზეუმის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მის ექსპლუატაციაში შესვლას ვირუსის არსებობა ხელს აღარ შეუშლის.

 

წყარო: bbc

ქუჩის სამზარეულო გასტრონომიული ტურიზმი
© 2020 Copyright