მაი ბინტ ალ-ხალიფა, ბაჰრეინის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მმართველი სახელწიფო ორგანოს პრეზიდენტი, აპირებს ზურაბ პოლილიკაშვილს გაუწიოს კონკურენცია და თავისი კანდიდატურა წამოაყენოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე.
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2017 წელს დაინიშნა. იგი მანდატის შემდგომი სამი წლით გაგრძელების თხოვნით აღმასრულებელ საბჭოს იანვარში, ქალაქ მადრიდში, დაგეგმილი შეხვედრის დროს მიმართავს.
ალ-ხალიფა ამჟამად ესპანეთის დედაქალაქშია, სადაც იგი ღონისძიებაზე დასასწრებად და თავისი კანდიდატურის წარსადგენად ემზადება.
ის ტურიზმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა და მათ ტურიზმის სექტორის მომავლის საკუთარი ხედვა გააცნო. როგორც ალ-ხალიფა აცხადებს, იგი იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც თვლიან, რომ დროა ტურიზმის სექტორის პარადიგმა შეიცვალოს.
ალ-ხალიფა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმღვანელის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში დინამიური და გამჭირვალე მმართველობის პირობას იძლევა.
შემუშავებული ხედვის მიხედვით, იგი თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველ 12 თვეში გეგმავს შეხვდეს ორგანიზაციის თითოეულ წევრს და შეიმუშავოს სტრატეგია წევრების საჭიროებებიდან გამომდინარე. „მჯერა, რომ მოვიპოვებ უმრავლესობის მხარდაჭერას, რადგანაც ბევრი ქვეყანა ელოდება ახალი ეპოქის დაწყებას“- განაცხადა მან.
ბაჰრეინის ტურიზმის სამინისტროს საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ალ-ხალიფას აღნიშნულ როლზე წარსადგენად.
წყარო: breakingtravelnews
UNWTO ზურაბ პოლოლიკაშვილი