ა.შ.შ. თავდაცვის დეპარტამენტის კვლევა ადასტურებს თვითმფრინავის ბორტზე COVID-19-ის გავრცელების ნაკლებ რისკს.
დაინფიცირებული ადამიანისგან გავრცელებულ ვირუსის პატარა წვეთებს აქვთ 1000-დან 3 შანსი მიაღწიონ მეზობელ სკამზე მყოფი მგზავრის სუნთქვის არეალს, ხოლო სკამებს შორის გასასვლელს მიღმა მსხდომი მგზავრებისთვის კი ეს შანსი არის 1000-დან 1 გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ეს მიგნებები მართებულია იმ გარემოსთვის, სადაც ყველა მგზავრს უკეთია ნიღაბი.
თავდაცვის დეპარტამენტის ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურმა კვლევა ჩაატარა კომპანია „ბოინგთან“ და ავიაკომპანია „იუნაიტედთან“ თანამშრომლობით. ცდებისთვის გამოყენებული იქნა აღნიშნული ავიაკომპანიის მფლობელობაში არსებული ბოინგ-767s და 777s.
წყარო: travelweekly
ავიაინდუსტრია ტურიზმის აღდგენა COVID-19