ავიახაზები ევროპის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. „Ryanair“, „British Airways“ და „Wizz Air-ის“ განცხადებით, იმ ფრენებზე, რომლებიც ძალაშია და გრძელდება, მომხარებლები ვერ შეძლებენ შეძენილი თანხების უკან დაბრუნებას, მიუხედავად იმისა თუ რა რეკომენდაციას გასცემენ მთავრობები მოგზაურობასთან დაკავშირებით?! დიდი ბრიტანეთი 5 ნოემბრიდან (ხუთშაბათიდან) კრძალავას ყველა საერთაშორისო მოგზაურობას, გარდა აუცილებელისა. ამასთანავე, რამდენიმე ევროპული ქვეყანა ჩასულ მგზვარებს იზოლაციის მოთხოვნას უყენებს, რაც საბოლო ჯამში უარყოფით გავლენას ახდენს მოგზაურობის მოთხოვნაზე. „Ryanair-ის“ ხელმძღვანელმა გააკრიტიკა კარანტინის ხელახლა შემოღება. საგულისხმობა, რომ კომპანიამ 6 თვის განმავლობაში (სექტემბრამდე) 197 მილიონი ევროს ზარალი განიცადა. კომპანია „Easyjet-მა“ კი დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ფრენების შემცირება გამოაცხადა ახალი შეზღუდვების საპასუხოდ.
წყარო:LinkdinNews
ავიაინდუსტრია WizzAir Ryanair ტურიზმის აღდგენა