ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

Airbnb-ის ახალი პორტალი - ახალი რესურსი სახელმწიფო ორგანიზაციებს!

Airbnb-ის ახალი პორტალი - ახალი რესურსი სახელმწიფო ორგანიზაციებს!

 

Airbnb ცდილობს კარგი პარტნიორის როლი მოირგოს და სასარგებლო გახდეს ადგილობრივი საზოგადოებისთვის.

 

კომპანიის განცხადებით  მუშავდება ახალი პროდუქტი „City Portal“, რომელიც მიზნად ისახავს სამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზოს სასარგებლო მონაცემები და რესურსები  „Airbn-ის“ საქმიანობის, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მექანიზმების, ცენტრალიზებული ტექნიკური მხარდაჭერის  და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ, რაც ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

 

პლატფორმის ჩაშვება სატესტო რეჟიმში 15-ზე მეტ ქალაქში და რეგიონში იგეგმება, მათ შორის: კალგარში, მაიამიში, ახალ ორლეანში, სიეტლში,  ვიზიტ ტოსკანაში, ვიზიტ დანიაში და ა.შ.

 

„ეს მექანიზმი ქალაქებთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ და ჩვენი მიზანია იგი გამართულად მუშაობდეს, როგორც დიდი, ისე პატარა ქალაქებითვის და მოერგოს სხვადასხვა საჭიროებას“- ამბობს „Airbnb-ის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბრაინ ჩესკი. იქვე აგრძელებს: „ცხოვრების და მოგზაურობის სტილი იცვლება, ადამიანები ახალი ადგილების აღმოჩენაში არიან. „Airbnb-ის“ აღნიშნული პორტალით ნებისმიერი ზომის ქალაქს ჩვენთან მუშაობა და ჩვენგან სარგებლის მიღება უფრო გაუმარტივდება.“

 

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: ბინების მოკლე ვადიანი ქირაობის ბაზრის მახასიათებლები ადგილობრივ და გლობალურ ჭრილში, მონაცემები ტურიზმის გადასახადების შესახებ და მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მექანიზმები. ეს ყველაფერი ადგილობრივ მთავრობებს დაეხმარება განავითარონ და მართონ მოკლე ვადიანი გაქირავების პოლიტიკა თავიანთ ქალაქებში. პორტალზე ასევე იპოვით  ბმულებს, რომელიც გადაგამისამართებთ „Airbnb-ის სამეზობლოს მხარდაჭერის“ ცხელ ხაზზე და სამართალდამცავი ორგანოების პორტალზე. პორტალიდან ასევე შესაძლებელი იქნება პირდაპირ დაუკავშირდეთ „Airbnb-ის“ გუნდის წევრებს.



წყარო:phocuswire

airbnb ბინების გაქირავება ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციები
© 2020 Copyright