ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

შიდა ტურიზმის როლი დაჯავშნის პლატფორმებისთვის

შიდა ტურიზმის როლი დაჯავშნის პლატფორმებისთვის

Airbnb-იმ, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა, კომპანიამ 700$ მილიონზე მეტი დაკარგა პირველ ცხრა თვეში. დანაკარგების ფონზე, მესამე კვარტლის მონაცემები, პოზიტიურად გამოიყურება და იგი 219$ მილიონ მოგებას შეადგინს. ამ ფაქტს ისინი პირდაპირ უკავშირებენ შიდა ტურიზმს. მაშ შემდეგ, რაც კომპანიამ შენიშნა მზარდი მოთხოვნა ადგილობრივ ტურიზმე, რამაც შეადგინა მთელი ჯავშნების 77% 2020 წლის პირველ ცხრა თვეში, airbnb გადაერთო შიდა ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების შემუშავებაზე.

 

შედეგად, კომპანიამ უხეში დათვლებით ჯავშნების საერთო ღირებულება  8,2$ მილიარდად შეაფასა მესამე კვარტალში, რაც მხოლოდ 17%-ით ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს. ეს გახლავთ ზარალის შემცირების მნიშვნელოვანი დინამიკა, მას შემდეგ, რაც მეორე კვარტალში ჯავშნების ღირებულება 67%-ით შემცირდა.

 

ამის მიუხედავად airbnb მაინც უარესისთვის ემზადება, რადგან მოგზაურობა ისევ იკლებს კორონას მეორე ტალღის პირობებში. მოსალოდნელია ჯავშნების ისევ შემცირება წლის ბოლოსთვის. “2020 წლის მარტის პირველი ტალღის პერიოდის მსგავსად, ჩვენ ველით ჯავშნების შემცირებას ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარებულ რეგიონებში” - აცხადებს კომპანია.

 

წყარო: forbes.com

airbnb ბინების გაქირავება შიდა ტურიზმი
© 2020 Copyright