დღევანდელ დღეს ქვეყნისა და მისი ტურისტული შესაძლებლობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ბაზარზე გატანა. ეს უკანასკნელი გარანტია როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის განვითარებისა. შესაბამისად, საჭიროა ყველა დონეზე მოხდეს ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის წარმოჩენა და მისი განვითარების ხელშეწყობა. ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, მისი მნიშვნელობისა და საჭიროების შესაბამისი აღქმა, ფაქტობრივად, არის ტურიზმის ხელშემწყობი მექანიზმი. ცხადია, პირველ რიგში საჭიროა, მოხდეს ამის ადგილობრივ დონეზე აღიარება და განხორციელება.
ფაქტია, რომ მეტად იშვიათობაა ადგილი, სადაც მხოლოდ ქართული, ნატურალური პროდუქციის შეძენას შეძლებთ. ,,აგრომანია“-ერთ-ერთი მეტად საინტერესო, საჭირო და დროული წამოწყებაა ქართული პროდუქციის მნიშვნელობის აღსაქმელად.
რაც უფრო ღირებულია საქმე, მით უფრო მეტი შედეგის მოტანა შეუძლია მას. იმისათვის, რომ საქმეს თან სდევდეს წარმატება, თითოეული ქმედება საჭიროა, იყოს შედეგზე ორიენტირებული. ,,აგრომანია“ არის ადგილი, სადაც ქართველ მწარმოებელს ეძლევა შანსი საკუთარი პროდუქციის რეალიზებისა; ეს არის ადგილი, სადაც ადგილობრივებსა და ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ ლოკალური, ქართული, ნატურალური პროდუქცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ შესაძლებელია არამატერიალური ძეგლის სტატუსის მატარებელი ქართული პროდუქციის შეძენაც.
მაღაზია მდებარეობს ბათუმში, გრიბოედევის 24-ში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო.
ავტორი ლიზა ანთაძე
სოფლის ტურიზმი აგრო-ტურიზმი ქართული პრდუქცია