მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობას შემდეგნაირად აღწერს: “კარგად ყოფნის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი აცნობიერებს მის შესაძლებლობებს, შესწევს ძალა გაუმკლავდეს ყოველდღიურ სტრესს, შეუძლია პროდუქტიულად იმუშაოს და ასევე შეაქვს წვლილი სოციუმის კეთილდღეობაში”. ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა და მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას.
მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია ფსიქიკური ჯანმრთლებოს შესანარჩუნებლად, ხელს უწყობს რა უფრო ბედნიერი და აქტიური ცხოვრების სტილს. წარმოგიდგენთ 9 მიზეზს იმისა, თუ რატომ არის მოგზაურობა კარგი თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის:
- მოგზაურობა გაძლევთ საშუალებას სცადოთ რაღაც ახალი და გაიცნოთ ადამიანები, რაც თავის მხრივ გეხმარებათ მონოტონური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. მოგზაურობა აკავშირებს ადამიანებს და აძლევს მათ საშუალებას გაეცნონ ახალ კულტურებს, რაც ზრდის ემპათიას სხვების მიმართ. ასევე, მოგზაურობა გვხდის მეტად ტოლერანტულებს.
- სიარულს, ლაშქრობასა და თხილამურებზე სრიალს შეუძლია გაგხადოთ მეტად იმედიანი. 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად აკვირდებიან გარემოს მათ ირგვლივ სიარულისას არიან უფრო იმედიანები და პოზიტიურები. რა შეიძლება იყოს შთამბეჭდავი პეიზაჟით ტკბობაზე უკეთესი ლაშქრობისას ან მთიდან დაშვებისას თხილამურებით?
- მოგზაურობა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და უფრო პოზიტიურს ხდის თქვენს დამოკიდებულებას სამყაროსადმი. 2013 წლის კვლევის მიხედვით 25 დან 70+ ადამიანების 80% ადასტურებს, რომ მოგზაურობა ეხმარება მათ ხასიათის გამოსწორებაში და აბედნირებს მათ.
- მოგზაურობა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და ავითარებს კრეატიულობას. ახალ კულტურებთან შეჯახება ზრდის თქვენი ტვინის შესაძლებლობას გამოიმუშავოს განსხვავებული იდეები, იაზროვნოს უფრო ღრმად და შეაჯეროს აზრები. “მოგზარუობა შესანიშნავი სტიმულია კოგნიტური ფუნქციებისთვის და ის გვეხმარება აზროვნების გაღრმავებაში” - ამბობს პრფესორი ადამ გალინსკი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი კვლევა ტურიზმსა და კრეატიულობას შორის ურთიერთმიმართები თაობაზე.
- სამსახურისგან “თაიმ აუთის” აღება ზრდის თქვენს სამსახურეობრივ პროდუქტიულობას. Harvard Business Review - ს კვლევის მიხედვით 400 მოგზაურიდან 94% აღნიშნავს, რომ ისინი ბევრად უფრო ენერგიულები და პროდუქტიულები გახდნენ მუშაობისას მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. ასე, რომ დაჯავშენთ ტური არდადეგებზე და განახლებული ძალებით შეეჭიდეთ თქვენს სამსახუროებრივ მიზნებს.
- მოუგზარუობა გეხმარებათ სიკეთის კეთებაში, ეს კი გეხმარებათ კარგად ყოფნაში. კვლევის მიხედვით სხვების დახმარება იწვევს ფსიქოლოგიურ ცვლილებებს ტვინში, რაც ზრდის ბედნიერების ხარისხს. მოგზაურობისას ფულის ხარჯვით რესტორნებში, გასართობ დაწესებულებებში და ასევე ადგილობრივი სუვენირების შეძენისას საქართველოში 100 000-ზე მეტ ადამიანს ეხმარებით, რომლებიც პირდაპირ არიან დამოკიდებულები სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე.
- გამაჯანსაღებელი ტური აძლიერებს თქვენს ფსიქიკას. გამაჯანსაღებელი ტურები ხშირად მოიცავს იოგასა და მედიტაციას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოგზაურობისას შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ არის ჯანმრთელი ფსიქიკის გასაღები.
- საყვარელი საქმის კეთება გაბედნიერებთ. ამოიღეთ თქვენი სურვილების სია და შეამოწმეთ რა დაგრჩათ გასაკეთებელი. თქვენთვის სასიამოვნო აქტივობების შესრულებით თქვენ ზრუნავთ საკუთარ თავზე, ეს კი უფრო ბედნიერს გხდით.
- საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობა გეხმარებათ თვით რეფლექსიაში. მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაში სიყვარულსა და მიკუთვნებას მოწინავე პოზიციები უკავია. თქვენი შთამბეჭდავი თავგადასავლების გაზიარება საყვარელ ადამიანებთან უფრო გაახლოვებთ, ზრდის სიყვარულისა და ურთიერთკავშირის ხარისხს.
ახლა კი როცა იცი თუ რა სარგებელი მოაქვს მოგზაურობას, სად აპირებ წასვლას?
კარგი იქნება თუ მომავალი წლის მოგზაურობის გეგმებს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დაუკავშირებ საქართველოს. დაიწყე დაგეგმვა, რომ დაეხმარო საკუთარ თავს დღეს (მოგზაურობის დადგეგმვის პროცესიც და დასვენების მოლოდინიც ეხმარება ტვინს გაუმკლავდეს სტრესს!) და მხარდაჭერა გამოუცხადო ქართულ ტურიზმის ინდუსტრიას ხვალ.
წყარო: wttc
მოგზაურობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა
შიდა ტურიზმი