ევროპულმა ქვეყნბმა უნდა შემოიღონ ოთხდღიანი სამუშაო კვირა, რათა ხელი შეუწყონ მათი ეკონომიკების აღორძინებას კორონა პანდემიის ფონზე, აცხადებენ მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი პოლიტიკოსები და ევროპის კავშირის სხვა ოფიციალური პირები.
ოთხდღიანი სამუშაო კვირა დაეხმარება პანდემიით გამოწვეული ზარალის შემცირებას, ვკითხულობთ ბორის ჯონსონისადმი, გერმანიის კენცლერ ანგელა მერკელისადმი და ესპანეთის პრემიერისადმი მიწერილ წერილში. წერილის ხელმომწერ კოალიციაში შედიან: ბრიტანეთის ყოფილი “ჩრდილოვანი კანცლერი” ჯონ მაკდონელი, კატია კიპინგი, პარტია Die Linke - ს თავმჯოდამრე გერმანიაში, ინიგო ერეხონი, ესპანეთის პარლამენტის წევრი; კაროლინ ლუკასი მწავნეთა პარტიის წევრი და ლენ მაკლუსკი ბრიტანეთის სავაჭრო გაერთიანების მდივანი.
წერილში ხაზგასმულია მომუშავეების მხრიდან სამუშაო საათების შემცირების დიდხნიანი მზაობა, რადგან ეს ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ასევე აღნიშნული იყო მუშაობის მეთოდების გადახედვის შესაძლებლობა, რათა ხელი შეეწყოს ენერგიის მოხმარების შემცირებას, რაც პერსპექტივაში კლიმატური კრიზისის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.
“ისტორიის მანძილზე სამუშაო საათების შემცირებას მივმართავდით სწორედ კრიზისულ პერიოდებსა და ეკონომიკური რეცესიის დროს. ეს კი თავის მხრივ საუკეთესო ხერხია სამუშაო ბალანსის დასაცავად დასაქმებულ და დაუსაქმებელ პირებს შორის.” წერია კოალიციის წერილში.
“კაცობრიობის განვითარებისა და საზოგადოების ხელშეწყობისთვის, ახლა დადგა მომენტი გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და შევამცირეოთ სამუშაო საათები ანაზღაურების დაკარგვის გარეშე.”
ოთხდღიანი სამუშაო კვირის პრაქტიკის იდეამ ბოლო წლების განმავლობაში დაინტერესება გამოიწვია ჯერ-ჯერობით მცირე, მაგრამ კომპანიათა მზარდი რიცხვის წყალობით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ უკანასკნელმა პროდუქტიულობა გაზარდა და დადებითად იმოქმედა დასაქმებულთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
წყარო: theguardian
ტურიზმის აღდგენა ეკონომიკის აღდგენა სამუშაო კვირა